როგორ მოვიქცეთ თუ ქმარი ტირანია?
ჯერ გავარკვიოთ ვინ არის ტირანი. ესაა ადამიანი, რომელიც ცდილობს თავის ნება მოგახვიოთ და საპირისპირო აზრს ვერ იტანს. თქვენ უფლება არ გაქვთ მისი ნება გააპროტესტოთ, რადგან მას ნებისმიერ საკითხზე ერთადერთი სწორი მოსაზრება აქვს.
ის საყვარელ ადამიანს პირად სივრცეს არ უტოვებს. არ არსებობს ადგილი, რომელსაც ტირანი ქმარი არ აკონტროლებს. ის თავის ქალს უკრძალავს მეგობრებთან და მშობლებთან ურთიერთობას, იქექება ქალის ნივთებში, ჩუმად უსმენს მის სატელეფონო საუბრებს, კითხულობს მის სმს შეტყობინებებს. აკონტროლებს ქალის ტანსაცმელს, წიგნებს, მუსიკას და აზრებსაც კი. მისთვის მისაღები მხოლოდ ის არის, რაც თავად მოსწონს და სხვა არაფერი.
ტირანი კაცი ქალის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც არ თაკილობს და ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობს. ქალს მაკიაჟის გაკეთებას უშლის და აბაზანაში ყოველ შესვლას უკონტროლებს. სინამდვილეში, ასეთი ურთიერთობა ძალადობა, სადაც ცოლი ხდება მსხვერპლი. ეს არის ჩაგვრა და ძალადობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე. ძალიან უსიამოვნო და არაადამიანური საქციელი!
როგორ ყალიბდებიან ასეთი ადამიანები?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ყველა პრობლემა ბავშვობიდან მოდის. ყველაზე ხშირად, დესპოტები და ტირნები არიან მამაკაცები, რომლებსაც ბავშვობაში სითბოთ და სიყვარული აკლდათ. ისინი არავის ახსოვდათ. შესაძლოა, მას ა(მისი აზრით) ფიზიკური ნაკლი ჰქონდა ან უბრალოდ ულამაზო იყო. ხშირად უწევდა თანაკლასელების დაცინვის, შეურაცხყოფისა და წიხლების ატანა და მთელი ბავშვობის მანძილზე ოცნეწბობდა.. ოცნებობდა, რომ დიდი გამხდარიყო და შური ეძია. ყველასთვის დაემტკიცებინა, რომის საუკეთესოა, რომ მისი ეშინიათ და პატივს სცემენ.
როგორ მოვახერხოთ ასეთ ქმართან ცხოვრება, რა ვქნათ?
გირჩევთ საკუთარ თავს ჰკითხოთ - გჭირდებათ თუ არა ასეთ ადამიანთან ერთად ცხოვრება. ტირანის გადაკეთება უკვე შეუძლებელია. ტირანია არის ერთგვარი ფსიქიკური გადახრაა, ძალაუფლებისა და დომინირების სურვილი. თუ ქალს ძლიერი ხასიათი აქვს, ის შეეცდება ქმარს წინააღმდეგობას გაუწიოს. სავარაუდოდ, ეს იქნება მუდმივი ბრძოლა, ჩხუბი, სკანდალები, ცემა. სუსტი ქალი კი დროთა განმავლობაში, ქმარ-დესპოტზე მთლიანად დამოკიდებული და მისი ნება-სურვილის უსიტყვო შემსრულებელი გახდება.
საკუთარ მდგომარეობას რომ შეეჩვიოს, ზოგჯერ ქალი ცდილობს გაუგოს და გაამართლოს კიდეც ტირანი. მას უჩნდება იშვიათი თვისება - ემოციური სიყრუე და სჯერა, რომ ოჯახში მშვიდობას ნებისმიერ ფასად ინარჩუნებს. სინამდვილეში ის თავს იმცირებს ქმრის წინაშე, ის კი პოზიციებს იმყარებს და ცოლ-შვილზე ზეწოლას აძლიერებს. ტირანის ქმედებებში ლოგიკის დაჭერა შეუძლებელია, რადგან ეს ფსიქიკური პათოლოგიაა.
საუკეთესო და ალბათ ერთადერთი სწორი გამოსავალი განქორწინებაა. და არავითარი კომპრომისი, რომელსაც მოგვიანებით კვლავ ინანებთ. ასეთ ვითარებაში უკეთესი მომავლის იმედი დანაშაულია!
პირველ პერიოდში ძალიან რთული იქნება. ტირანი მიუხედავად ყველაფრისა, ქუჩაში გითვალთვალებთ და გდევნით. ბევრი ქალი იძულებულია, სამსახური და საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს, მაგრამ მთავარია, მისი არ შეგეშინდეთ. თქვენი შიში ეხმარება მას თავი დააღწიოს კომპლექსებს და თქვენი ცხოვრება მოწამლოს. საბედნიეროდ, სინამდვილეში, ყველა შინაური ტირანი „მშიშარა კურდღელია". თუნდაც ცრემლებით, მაგრამ ამას უნდა გაუძლოთ.
ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ერთხელ დავიბადეთ და იმისთვის არ ვცხოვრობთ, რომ დამცირება და მუდმივი შიში ავიტანოთ, არამედ იმისთვის, რომ ვუყვარდეთ და ბედნიერები ვიყოთ.