თეგებით ძიება

ამერიკელების ინიციატივით, ბრედ პიტმა შესაძლოა ქართულ ფილმში ითამაშოს

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი დავით ევგენიძე ფილმის გადაღებას აპირებს, რომელიც ისტორიულ ფაქტებზე იქნება დაყრდნობილი.

როგორც ევგენიძე აცხადებს, ფილმი რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქცია იქნება და მისი დაფინანსებაც სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან მოხდება.

“ჩემი სცენარით ვგეგმავ ფილმის გადაღებას. საქართველოს მოცემულობა ხომ ასეთია, აქეთ რუსეთი ჰყავს, იქეთ ამერიკა.

მე ეს ქვეყნები “გავაერთკაცე”. ფილმის მოქმედება იწყება პარიზში, უკვე მაქვს დაფინანსება საფრანგეთიდან, რუსეთიდან და ამერიკასთანაც მიდის მოლაპარაკება.

ორგზის ოსკაროსან პროდუსერთან, გრეი ფრედრიქსონთან მაქვს მოლაპარაკებები. სხვათაშორის ამერიკელებმა შემომთავაზეს ფილმში მთავარ როლზე ბრედ პიტი დავამტკიცო.

მოკლედ სცენარი დაწერილია, დაფინანსება მაქვს, მხოლოდ ქართული ფული მაკლია” – აცხადებს დათო ევგენიძე.

primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა