თეგებით ძიება

მკლელობა ეკლესიაში- დაიღუპა 2 და დაიჭრა 10-ზე მეტი ადამიანი

კვირას ღამით ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმეს კი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენეს სხეულზე. აღნიშნული ფაქტი აშშ-ში, სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსთან მდებარე ტაძარში მოხდა.

სამართალდამცავთა განცხადებით, ეკლესიაში ზემოხსენებული ტრაგიკული შემთხვევის დროს ღვთისმსახურება არ მიმდინარეობდა. უსახლკარო ადამიანები ტაძარში შეკრებილნი იყვნენ იმისათვის, რათა სიცივისთვის თავი დაეღწიათ და გამთბარიყვნენ. მკვლელმა მაჩეტეს მსგავსი ცივი იარაღი გამოიყენა მოქალაქეებისთვის მძიმე ჭრილობების მისაყენებლად.

ქალაქი სანხოსეს მთავრობაში იტყობინებიან, რომ ბოროტმოქმედი უკვე დაპატიმრებულია, თუმცა სამართალდამცავები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა თავდასხმის მიზეზი.


წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა