მთავრობის ადმინისტრაციაში მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
მანამდე მთავრობის ეკონომიკური გუნდი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მორიგ შეხვედრას მართავს კლინიკების ხელძღვანელებთან.