\'\'13 წლის ასაკში სასულიერო პირისაგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი\'\' - მიშა ანდღულაძე
ცნობილი მსახიობი, იუმორისტი მიშა ანდღულაძე ჟურნალ ,,სარკესთან\'\' ინტერვიუში ცოლთან გაშორების მიზეზებსა და საკუთარი სკანდალური წიგნის შესახებ საუბრობს.
ინტერვიუში ხაზგასმულია ასევე მსახიობის ეკლესიისადმი დამოკიდებულების დეტალები.
ჟურნალისტის კითხვას - როდის და რატომ გაუჩნდა მას ეკლესიის მიმართ იმედგაცრუება, მიშა ანდღულაძე შემდეგნაირად პასუხობს:
,, იმედგაცრუება არ მქონია, რადგან მიჯაჭვულობა მქონდა ნაკლები. ბავშვობაში მეც ვიყავი რიტუალური ცხოვრების მიმდევარი. აღსარებაც კი მაქვს ჩაბარებული მამა ბასილთან, რომელიც შემდეგ ჯვრით დასდევდა ადამიანებს. ერთ-ერთი აღსარება მოძალადე მოძღვართან მაქვს ჩაბარებული.
თავადაც ვყოფილვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სასულიერო პირისგან. ეს ეპიზოდებიც აღწერილი მაქვს წიგნში\'\', - ამბობს მიშა ანდღულაძე.
ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ,,სარკის\'\' 47-ე ნომერში.