თეგებით ძიება
24. 11. 2020 COVID - 19

ერთმანეთის წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა, თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება - რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი მოუწოდებს მთავრობასა და ოპოზიციას დასხდნენ ყველა ერთად და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს ამ ვირუსისგან.

მისი თქმით, ერთმანეთის წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა.

„ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან დავითრგუნე. როცა პაციენტი ან მისი პატრონი გიკავშირდება 112-ით და გთხოვს, რომ მიიღო პაციენტი და მას ვერ ეხმარება, ეს დამთრგუნველია ექიმისთვის...უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხი გადარჩეს. ამ ხალხს უნდა ვუშველოთ და მოვლა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის. ხვალიდან იქნება, მთავრობა, პოზიცია იქნება, ოპოზიცია იქნება უნდა დასხდნენ ყველა ერთად და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს ამ ვირუსისგან. ერთმანეთის წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა, თუ გავერთიანდებით ყველა ერთად, დამერწმუნეთ რომ ქვეყანა გადარჩება”, -განაცხადა რატიანმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა