თეგებით ძიება
24. 11. 2020 COVID - 19

ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება - ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეები კორონავირუსის პანდემიის დამარცხების იმედს იძლევა.

„ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეების წყალობით, ამ ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება. ახლა რეალური იმედი გვაქვს, რომ ვაქცინა სხვა ზომებთან ერთად პანდემიის დამარცხებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ამერიკული კომპანია Moderna აცხადებს, რომ წინასწარი კვლევებით, ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. კომპანიის პრეზიდენტის, სტეფან ჰოგის თქმით, მიმდინარე თვეს, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ერთი და იგივე შედეგი ყველაზე დამამშვიდებელია. გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები კი აჩვენებს, რომ მას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ტესტირებაში მონაწილეთა 70% კორონავირუსისგან დაიცვა.

"იმედინიუსი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა