ტრაგედია ქარელში - ნაქირავებ ბინაში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ნახეს
ტრაგედია ქარელში - ორი ახალგაზრდა მამაკაცი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები ნახეს.
შემთხვევა ამირეჯიბის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირია. აღნიშნულ სახლში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარს შსს 116 მუხლით იძიებს.
წყარო:newpost.ge