თეგებით ძიება

„საშინელი გაზის სუნი იდგა“ – კესარია აბრამიძე აფეთქებას გადაურჩა

ცნობილი ფოტომოდელის, კესარია აბრამიძის საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

კესარია დიღომში ავთანდილის 8 ნომერში, ზუსტად იმ კორპუსში ცხოვრობს, სადაც ერთი წლის წინ, გაზის აფეთქების შედეგად ტრაგედია დატრიალდა.

კორსპუსის მოსახლეობამ გაზის სუნი იგრძნო გუშინაც და შესაბამისი სამსახური გამოიძახა, თუმცა მათ მხოლოდ გაზი გადაუკეტეს.

“გამოვედი მეზობლისგან და საშინელი გაზის სუნი იდგა. მე ვიცი წინა წელს, ეს კორპუსი აფეთქდა.

შეშინებულია ხალხი, ზოგი წავიდა. წინა წელსაც, როცა აფეთქდა, რამდენჯერმე მოვიდნენ, ალბათ სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და თქვეს, შეიძლება ვიღაცამ გაზის ბალონი აიტანა და ამიტომ დადგა სუნიო. ამის შემდეგ დატრიალდა ტრაგედია” – განუცხადა კესარია აბრამიძემ ჟურნალისტებს.



წყარო:primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა