"ისრაელის არმიამ საბრძოლო მზადყოფნასთან დაკავშირებით ბრძანება მიიღო, აშშ ირანზე თავდასხმას გეგმავს" - ამერიკული მედია
ებრაულ, დასავლურ და რუსულ მედიაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ამერიკამ გააფრთხილა ისრაელი ირანზე მასშტაბური საჰაერო-სარაკეტო დარტყმის მომზადების შესახებ, რომელიც ბაიდენის ინაუგურაციამდე 2 კვირით ადრე უნდა განხორციელდეს, ტრამპის პრეზიენტობის უკანასკნელ დღეებში. ამის შესახებ წერს ამერიკული მედია, AXIOS-ი, სადაც აცხადებენ რომ ინფორმაციო ისრაელის დაზვერვის სამსახურებისგან მიიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მთავრობამ სამხედროებს შეატყობინა იმის შესახებ, რომ ამერიკის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ირანი აუცილებლად განახორციელებს საპასუხო ქმედებებს უშუალოდ თავისი შეიარაღებული ძალების და პროირანული ბოევიკების გამოყენების სირიაში, ლიბანსა და ღაზაში.
როგორც ზემოხსენებული ინფორმაციის გამავრცელებელი მედიასაშუალებები იტყობინებიან, პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნული სპეცოპერაციის დაგეგმვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მას აცნობეს ირანში ურანის მარაგების გამდიდრების შესახებ. ამერიკული პორტალი, AXIOS-ის თქმით, ისრააელის არმია განიხილავს ნებისმიერ სცენარს და ემზადება თავდაცვისთვის.
გავრცელებულ ინფორმაციას ირანზე თავდასხმასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფენ ცახალში, ისრაელის შეიარაღებულ ძალებში.
წყარო:newpost.ge