თეგებით ძიება
27. 11. 2020 მსოფლიო

შემაშფოთებელი სტატისტიკა რუსეთში- კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი და გადატვირთული ჯანდაცვის სისტემა

რუსეთში კორონავირუსის ზრდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა- უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 27 543 ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ით, რომლის ფონზეც საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 2 215 533-ს შეადგენს. აღნიშულ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ადგილობრივ მედიაში იუწყებიან, რომ მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის დეფიციტის საშიშროება დაუდგებათ, რამაც შესაძლოა სამედიცინო სისტემის სრული კოლაფსი გამოიწვიოს, რის ფონზეც მოსალოდნელია ფატალური შემთხვეათა რაოდენობის ზრდა

გასულ დღე-ღამეში 496 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ფატალური შემთხვევების საერთო რაოდენობა უკვე 39 000-მდეა. ვირუსი აგრეთვე დაამარცხა 1.7 მილიონმა ადამიანმა.

რუსეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს, შორის სადაც კოვიდ-19-ის ვაქცინაზე მუშაობა საბოლოო ეტაპამდეა მისული. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, ვაქცინა სახელად SPUTNIK V უკვე მზადაა და წლის ბოლოდან დაიწყება ვაქცინაციის აქტიური ფაზა. როგორც კვლევებით იქნა დადგენილი, ექსპერიმენტულ გამოკვლევებში სულ 20 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის ორივე დოზა, რომლის დროსაც პრეპარატმა 90 %-იანი ეფექტურობა გამოავლინა ვირუსის პრევენციაში.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა