თეგებით ძიება
27. 11. 2020 მსოფლიო

215 $ მილიარდი დოლარი- გერმანიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი მოცულობის ვალს იღებს

გერმანიის მთავრობა მომავალი წლისთვის ეკონომიკის სტიმულირებისათვის 180 მილიონი ევროს (214.160 $) ოდენობის ვალის აღებას გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს ბრიტანულ მედიასთან საუბრის დროს. ოფიციალური ბერლინი აფართოვებს დახმარების ღონისძიებათა გატარებას, რათა კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ფაქტორები და გავლენები შემსუბუქდეს.

გერმანიის საპარლამენტო ბიუჯეტის კომიტეტმა პარასკევს 17 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა ზემოხსენებული ღონისძიების გატარება. გერმანელი ეკონომისტების თქმით, აღნიშნული ოდენობის ვალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტოა.

გერმანიის მთავრობაში ვარაუდობდნენ, რომ სახელმწიფო ვალის ოდენობა 97 მილიარდამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა უკანასკნელი დღეების განმავლობაში გამართული კონსულტაციების შედეგად ცნობილი გახდა, რომ საშუალო და მცირე ბიზნესის დასამხარებლად გაცილებით მეტია საჭირო, რის გამოც ვალის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა