თეგებით ძიება
27. 11. 2020 მსოფლიო

ლუკაშენკო პრეზიდენტობაზე უარს აცხადებს? - "ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ მე ბელარუსის პრეზიდენტი აღარ ვიქნები"

ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ახალი კონსტიტუციის თანახმად იგი აღარ უხელმძღვანელებს სახელმწიფოს- ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

„არანაირ კონტიტუციას მე ჩემთვის არ ვირგებ და არ ვაკეთებ. ახალი კონსტიტუციის თანახმად მე პრეზიდენტად თქვენთვის აღარ ვიმუშავებ. ამიტომ დაწყნარდით, მშვიდად გადაიტანეთ ეს“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, არასოდეს დაუშვებს, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, ვინმემ არჩევნები გააყალბოს ან მანიპულაციები მოახდინოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ეს ის არ არის რაც მე მინდა რატომ ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ ბელარუსმა ხალხმა უნდა გაიაროს ის გზა, რაც აუცილებელია. ახლა უკეთესია ომის გარეშე, მაგრამ უარესი იქნება თუ ამ ომში ჩაგვითრევენ“- აღნიშნა ლუკაშენკომ.

მანამდე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საზოგადოებას კონტიტუციის განახლებული მოდელი წარედგინება 2021 წლის დასაწყისში. მისი თქმით, ქვეყნის ახალ მთავარ კანონში უნდა იყოს ასახული ბელარუსის მომავალი. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აქციები დღემდე გრძელდება, რაც გამოიწვია მოქმედი პრეზიდენტის მიერ არჩევნების გაყალბებამ 2020 წლის აგვისტოში.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა