როგორ შევადგინოთ კვების რაციონი და დავითვალოთ კალორიები - რჩევები "ბაოს სამზარეულოსგან"
წონის შენარჩუნება, დაკლება თუ მომატება ენერგეტიკულ ბალანსზეა დამოკიდებული. თუ საკვებით მიღებული ენერგია დანახარჯს აღემატება, წონას მოვიმატებთ, თუ ჩამოუვარდება – დავიკლებთ.
შესაბამისად, საკვების ენერგეტიკული ღირებულებისა და ჩვენი დანახარჯის გამოთვლა დიეტის აუცილებელი ნაწილია. ამისთვის კი, ბუნებრივია, საზომი ერთეული, ამ შემთხვევაში – კალორია, გვჭირდება.
როგორც საკვებზე, ისე ფიზიკურ აქტივობაზე საუბრისას უმეტესად კილოკალორიებს იყენებენ (1 კილოკალორია = 1000 კალორია).
თუ კალორიების შემცირება გადაწყვიტეთ, არ უნდა მიეკაროთ ტკბილ გაზიან სასმელს, კანფეტებს, ჩიფსებს, ძეხვს, სწრაფი კვების პროდუქტებსა და ცხიმიან საკვებს.
დიეტა კალორიების შემცირებას ეფუძნება. ამიტომ, პირველ რიგში, თქვენს მიერ არჩეული პროდუქტების კალორიულობას უნდა გაეცნოთ.
100 გრამ პროდუქტში კალორიების რაოდენობა:
რძე და რძის პროდუქტები
ძროხის რძე 2,5%-იანი – 50
არაჟანი- 160
მაწონი – 50
ხაჭო 6% იანი – 120
ნადუღი - 230
ყველი
იმერული – 250
ქარხნის – 270
გუდის - 390
სულგუნი - 260
კვერცხი
კვერცხი - 170
ერთი პატარა კვერცხი (მოხარშული) – 70
2 კვერცხის ერბოკვერცხი - 166
ხორცი
ძროხის ხორცი, უცხიმო - 140
ხბოს ხორცი, უცხიმო - 110
ღორის ხორცი, უცხიმო - 145
ცხვრის ხორცი, უცხიმო - 145
ქათმის ხორცი
თეთრი ხორცი, კანის გარეშე - 110
ბარკლის ძირი ან ბარკალი, კანის გარეშე - 120
ფრთა, კანის გარეშე - 125
თევზი:
კალმახი, უმი – 125
კალმახი გრილზე შემწვარი – 150
ორაგული, შებოლილი – 150
ორაგული, გრილზე შემწვარი – 215
ორაგული ორთქლზე მოთუშული - 194
სკუმბრია, შებოლილი - 354
სკუმბრია გრილზე შემწვარი - 220
ქაშაყი - 190
ძეხვეული
ლორი - 280
სოსისი, რძიანი - 250
სოსისი, ივერია - 235
პურეული და ბურღულეული
ბრინჯი - 350
თონის პური - 300
მაკარონი - 350
სიმინდის ფქვილი - 370
შვრიის ფაფა - 370
წიწიბურა - 330
ხორბლის ფქვილი (თეთრი) - 335
ხორბლის ფქვილი (რუხი) - 325
ბოსტნეული
ბადრიჯანი - 25
ბარდა (დაკონსერვებული) – 80
ბროკოლი - 30
ბრიუსელის კომბოსტო - 43
ბულგარული წიწაკა – 20
ისპანახი - 25
კარტოფილი - 80
კიტრი - 15
კომბოსტო ან ყვავილოვანი კომბოსტო - 25
ლობიო მოხარშული - 150
ლობიო, მწვანე - 30
ნიორი - 100
პომიდორი - 20
სალათის ფოთლები - 20
სატაცური - 20
სოკო - 21
სტაფილო - 40
ჭარხალი - 50
ხახვი - 40
ხილი
ბანანი - 90
გარგარი - 50
გრეიფრუტი - 30
ვაშლი - 50
კივი - 70
კარალიოკი/ხურმა - 70
მანდარინი - 50
მარწყვი - 30
მსხალი - 60
საზამთრო - 25
ფორთოხალი - 45
ყურძენი - 70
ცხიმები
მზესუმზირის ზეთი -900
ზეითუნის ზეთი - 885
კარაქი - 900
მარგარინი - 720
მაიონეზი - 390
მაიონეზი სამარხვო - 520
თხილეული
მიწისთხილი - 587
თხილი - 607
კაკალი - 654
ნუში - 575
ფისტაშკა – 557
მზესუმზირა - 585
წაბლი - 170
ტკბილეული
შაქარი - 375
თაფლი - 310
ჩურჩხელა - 400
ალკოჰოლი
ლუდი - 45 კალ/100მლ (1 კათხა (500მლ)=210კალ)
ღვინო - 85 კალ/100მლ
არაყი - 230 კალ/100მლ
ჭაჭის არაყი - 280 კალ/100მლ
ვისკი 250 კალ/100მლ