თეგებით ძიება

მანის კექსი - სწრაფად მოსამზადებელი და ორიგინალური

მანით მომზადებული კექსი ორიგინალური და გემრიელია, მას სჭირდება საკმაოდ ცოტა ინგრედიენტი, მზადდება სწრაფად, თუმცა გამოდის ძალიან ფუმფულა, ჰაეროვანი და მეტისმეტად გემრიელი.

დღეს ჩვენ გთავაზობთ მადისაღმძვრელი მანის კექსის ინსტრუქციას. ცომის სტრუქტურა ნამდვილად შესანიშნავია.

ინგრედიენტები

ერთი ჭიქა მანის ბურღული
ერთი ჭიქა კეფირი
ნახევარი ჩ. კ. სოდა
ერთი ჭიქა შაქარი
ერთი ცალი კვერცხი
200 გ ფქვილი
ცოტა ძმარი სოდისთვის
მომზადება

1. მანის კექსის მოსამზადებლად წინასწარ მოამზადეთ აუცილებელი პროდუქტები. მოხერხებულ ჭურჭელში ჩაასხით კეფირი და დაამატეთ მანის ბურღული. კარგად აურიეთ. დატოვეთ ასე 40 წუთით, რათა მანი გაფუვდეს.

2. კეფირიან და მანიან მასაში ჩაახალეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი, სოდა ძმრით და ბოლოს გაცრილი ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სოდა ფქვილში გაცრის შემდეგ შეურიოთ

3. კექსის ფორმებს წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი ფორმის 2/3 დონეზე.

4. კექსი გამოაცხეთ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში

5. სულ ეს არის, მანის ბურღულზე დამზადებული კექსი მზად არის. გემრიელად მიირთვით ჩაისთან ერთად!



Genius.ge




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა