7 მიზეზი - რატომ უნდა მიირთვათ უფრო მეტი ბანანი?
1. ბანანი შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, სასარგებლო ნივთიერებებს - ის ვიტამინებისა და ნუტრიენტების ბუნებრივი წყაროა. შეიცავს კალიუმს, B6 ვიტამინს, ცილებს, C ვიტამინს და ა.შ.
2. ბანანის მირთმევის შემდეგ ხდებით უფრო ენერგიულები - ის ორგანიზმს ამარაგებს კალიუმით, ანტიოქსიდანეტებით და გეხმარებათ, რომ მუდამ ტონუსში იყოთ. დაიწყეთ დილა ბანანის მირთმევით და ნახავთ, რომ მთელი დღე ენერგიულად იგრძნობთ თავს.
3. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს - ბანანის რეგულარულად მირთმევის შედეგად სისხლში შაქრის დონე რეგულირდება, ამავდროულად, ის აუმჯობებსებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირებას.
4. ბანანი შესაძლოა წონაში დაკლებაშიც დაგეხმაროთ - დიეტოლოგები ხშირად უნიშნავენ ადამიანებს ე.წ. ბანანის დიეტას, რადგანაც ის ამცირებს ჭამის მადას. მისი მირთმევის შემდეგ თავს დანაყრებულად გრძნობთ და ამავდროულად, ორგანიზმს ავსებს საჭირო ვიტამინებით.
5. ბანანის მირთმევა გიუმჯობესებთ განწყობას - მისი მირთმევის შემდეგ ორგანიზმში აქტიურდება ბედნიერების ჰორმონები და ადამიანი პოზიტიურ განწყობაზე დგება.
6. ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ხარისხს - ბანანის მირთმევის შედეგად ორგანიზმი მარაგდება კალიუმით, რაც გულის სიჯანსაღეს განაპირობებს.
7. ამცირებს კუჭის წყლულის გაჩენის შანსს და ხსნის გულძმარვას - ის დაგეხმარებათ ბალანსის აღდეგნაში, ხოლო მისი მირთმევის შემდეგ კუჭის გაღიზიანების ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება.