თეგებით ძიება

პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე უარი რომ ვთქვათ, მხოლოდ 1 პარტია დარჩება ქვეყანაში - მამუკა ხაზარაძე

როგორც პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდს ელოდებიან.


„წინასწარ ვერაფერს ვიტყვით რა ტიპის კონსტრუქცია ექნება ამ შეთანხმებას, თუ მოხდა საერთოდ. თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდა მაშინ ჩვენ მივიღებთ მარტივ პარლამენტს, რომელიც იქნება ძალიან ცუდი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ერთპარტიულ პარლამენტს არ ექნება ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია.

„მათი რაოდენობა არ არის საკმარისი, იმისათვის რომ გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხები. ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კი ქვეყანაში არსებობს არის უიმედობა. ადამიანებს აღარ სჯერათ ხვალინდელი დღის.

ხალხს პოლიტიკური პროცესი აღარ აინტერესებთ, როცა ჯანმრთელობის პრობლემა დგას“, - დასძინა მამუკა ხაზარაძემ სატელევიზიო ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, თუ გვინდა საქართველოში სერიოზული ოპოზიციური პარტიების ზრდა მაშინ, პარტიებმა დაფინანსებაზე უარი არ უნდა თქვან.

„დაფინანსების საკითხი და კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. რაც დღეს ხდება არ არის გამჭვირვალე და იმედია, რომ ოდესღაც ეს საკითხი გადაწყდება.

ეს არის მინიმუმი თანხა, რაც პარტიებმა უნდა მიიღონ. საპარლამენტო დაფინანსებაზე ყველა უარს ამბობს, აქ პარტიის დაფინანსებაზეა საუბარი.

ოპოზიციურმა პარტიებმა უარი რომ თქვან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე, საბოლოო ჯამში 1 პარტია დარჩება ქვეყანაში“, - დასძინა მამუკა ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა