ფრთხილად! - საშიში სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვთ
ნებისმიერი სამკაული თავის მფლობელზე ენერგეტიკულ ზემოქმედებას ახდენს. თქვენი საყვარელი ბეჭედი შეიძლება ბედნიერების მომტანი თილისმა აღმოჩნდეს ან ენერგეტიკული მტერი, რომელიც შიგნიდან ანადგურებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელი სამკაული არ უნდა ატაროთ.
ექვსი სამკაული, რომელსაც უბედურება მოაქვს
ვცდილობთ მოდას ფეხდაფეხ მივყვეთ, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ნივთებს საკუთარი ენერგია აქვთ, რომელიც შეიძლება ჩვენს ენერგიას ეწინააღმდეგებოდეს. გარედან დესტრუქციული ჩარევით მხოლოდ ჩვენი შინაგანი სამყარო არ ზარალდება - ჩვენ ვცვლით გარშემო არსებულ რეალობას და ზოგჯერ, ჩვენს ცხოვრებაში უბედურებებს ვიზიდავთ. როგორ ამოვიცნოთ ასეთი სამკაული?
ნაპოვნი სამკაულები
ნაპოვნი სამკაული ერთგვარი ლატარიაა - იღბლიანი ან უიღბლო. ქუჩაში ნაპოვნი სამკაულის საშუალებით შეიძლება სხვისი მწუხარება, საგვარეულო წყევლა ან უიღბლობა გადმოგცეთ. კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ასეთი სამკაულის სახლში შეტანა?
მოპარული სამკაულები
კარმის კანონი საათივით მუშაობს. ჩვენს წინაპრებს სწამდათ მისი, მოპარულ ძვირფასეულობას წინა მფლობელის მთელი ნეგატივი, დაავადება და უბედურება გადაეცემოდა. ამიტომ, სანამ მოპარულ ნივთს შეიძენთ და ქურდობას წაახალისებთ, შეაფასეთ ყველა შესაძლო შედეგი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს.
ლომბარდში შეძენა
მოდი, საგნებს ობიექტურად შევხედოთ. ლომბარდში სამკაულებს კარგი ცხოვრების გამო არ ტოვებენ, შესაბამისად, ასეთ სამკაულებს შეიძლება როგორც კრიმინალური წარსული, ასევე უარყოფითი ენერგია შეიძლება ჰქონდეს. გირჩევთ, ასეთ ნივთებს სიფრთხილით მოეკიდოთ. ზოგჯერ ფულის დაზოგვისა და ახლობლების გაოცების სურვილი ისეთი რადიკალური ზომებისკენ გვიბიძგებს, რომლებსაც საბოლოოდ შეიძლება სერიოზული პრობლემები მოჰყვეს.
არაკეთილმოსურნეთა საჩუქრები
სამწუხაროდ, შურიანი ადამიანებისა და მათი ბინძური ხრიკებისგან არავინ არის დაცული. ასეთი საქმეების მცოდნე ხალხი ამბობს, რომ საჩუქრებმა, რომლებსაც უარყოფითი გზავნილი აქვთ და ზოგჯერ წყევლა ან მაგია მოჰყვებათ, შეიძლება ადამიანის ცხოვრება უარესობისკენ შეცვალონ. ამიტომ თუ ადამიანს არ ენდობით, მისგან სამკაული არ უნდა მიიღოთ. ბოროტი გულით ნაჩუქარი ნეგატივის წყარო გახდება და შეიძლება უამრავი ტკივილი მოგიტანოთ.
ყალბი სამკაული
ბაზრობებსა და საიუველირო მაღაზიებში შეიძლება უამრავი იაფფასიანი სამკაული ნახოთ, რომლებსაც ხელოვნური ქვები ამშვენებს და სწორედ ისინი იზიდავენ უარყოფით ენერგიას. საქმე ისაა, რომ ძვირფასი ქვა ბუნებრივი მინერალია, რომელიც საკუთარ თავში დედამიწის ძალას და ბუნებრივ ენერგიას კრებს. სამკაულთან ერთად, ეს ძალა მის კანონიერ მფლობელს გადაეცემა, ხოლო ხელოვნურ ქვებს მხოლოდ პატრონის სასიცოცხლო ძალისა და ენერგიის შთანთქმა შეუძლიათ. სხეულის ენერგეტიკულ სტრუქტურაში ხარვეზების გაჩენის შემდეგ თქვენ შეიძლება ნეგატიური პროგრამების და გავლენისგან დაუცველი გახდეთ.
საგვარეულო ძვირფასეულობა
სამკაულები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, საგვარეულო პროგრამებს ინარჩუნებენ. ზოგჯერ ისინი ანტენასავით, უარყოფითი ენერგიის შემკრებებად გვევლინებია, ზოგჯერ კი სამკაული, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში, ოჯახის ერთი წევრისგან მეორეს გადაეცემა, დამცავი თილისმა და კეთილდღეობის წყაროა. ასეთი სამკაულები საგულდაგულოდ უნდა იყოს დაცული. სასურველია თუ მათ უცხო ადამიანი არ შეეხება, ხოლო გაყიდვა კატეგორიულად აკრძალულია.