თეგებით ძიება
30. 11. 2020 მსოფლიო

დედის თავგანწირვა შვილების გადასარჩენად- ქალმა ალმოდებული სახლიდან 5 ბავშვი გაიყვანა, თვითონ კი ცოცხლად დაიწვა

რუსეთში ხუთი შვილის დედა თავისი ბავშვების გადარჩენის დროს ტრაგიკულად გარდაიცვალა. 31 წლის გულნარა კოსტელნიუკი ხანძრის დროს, ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. აღნიშულ მომენტამდე კი მან მოახერხა თავისი 14 წლამდე შვილების ევაკუირება ალმოდებული სახლიდან. შემთხვევა ქალაქ იაკუტსკში მოხდა.

ხანძარი გვიან ოთხშაბათს გავრცელდა სახლში- მაშინ როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ. მეხანძრეთა თქმით, ცეცხლმა გავრცელება დაიწყო სამზარეულოდან- გამათბობეულ ღუმელს წაეკიდა, რის გამოც ხის სახლის მთელი ტერიტორია მარტივად აალდა.

კერძო საკუთრება სრულიად კვამლში იყო გახვეული, როდესაც გულნარას უფროს ვაჟს წყურვილისგან გაეღვიძა, რის შემდეგაც მან განგაში ატეხა და შეატყობინა დედას, რომ მათი სახლი იწვოდა. ქალმა გაღვიძებისთანავე გაანალიზა თუ რა ხდებოდა მათ სახლში, ჩაამტვრია ფანჯრები და დაეხმარა უფროს ბიჭს გადამძვრალიყო სახლიდან, შემდეგ კი თავის ვაჟს თანმიმდევრულად აწვდიდა მის ძმებსა და დებს ცეცხლმოკიდებული შენობიდან.

შვილების გადარჩენის შემდეგ ქალმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო- მას ხანძრის დროს ჭერიდან ხის მორი დაეცა, რომლის შედეგადაც გონება დაკარგა და რამდენიმე წუთში ცოცხლად დაიწვა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულის შვილებს მცირედი დაზიანებები და დამწვრობები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა