კახი კავსაძის მდგომარეობა მძიმეა, მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება - ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლალი ტურძელაძე ავრცელებს.
მსახიობის ძმის, იმერი კავსაძის ინფორმაციით, მას, მის ცოლსა და კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. იმერი კავსაძემ რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ კორონავირუსი "მთელს ოჯახს მოედო".
"ვერ იყო კარგად, საჭირო იყო უფრო ინტენსიური მეთვალყურეობა და ამიტომ მოხდა მისი გადაყვანა კლინიკაში. ყველაფერი, ახლა როგორც იძახიან მედიკოსები, მეთვალყურეობა არის ძალიან კარგი და ღმერთის წყალობით იქნება ყველაფერი კარგად. ერთდროულად დაგვიდასტურდა, მაგრამ იცით, კახი ნაოპერაციებია, იმდენად ნაომარია, მეტი ყურადღება სჭირდება მას.
მე სახლში ვარ, იზოლაციაში ვართ მე და ჩემი მეუღლე. ალბათ, 2-3 დღეში დასრულდება ჩვენი იზოლაცია. პირადად მე აბსოლუტურად არაფერი, უბრალოდ ტესტმა აჩვენა რომ დამიდასტურდა, ჩემს მეუღლეს გემოვნება აქვს დაკარგული... მოგვედო მთელს ოჯახს". – ამბობს ივერი კახიძე.
კახი კავსაძე კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს.
წყარო:newpost.ge