თეგებით ძიება

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ კაცს მეოთხე დღეა ეძებენ

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გაუჩინარებულ პაციენტს მეოთხე დღეა ეძებენ.

76 წლის მამაკაცმა საავადმყოფო 27 ნოემბერს დატოვა. კლინიკის იურისტი არმაზ ხელიძე ამბობს, რომ მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას თვითდინებით მიმართა, მას ქირურგიული მანიპულაცია დასჭირდა. თავს კარგად გრძნობდა და იყო კონტაქტური.

ამ დროისთვის მამაკაცის მოსაძებნად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმეში, როგორც კლინიკა, ასევე სამართალდამცველები არიან ჩართულები. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

ptn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა