თეგებით ძიება
30. 11. 2020 მსოფლიო

ხოცვა-ჟლეტა ბრინჯის პლანტაციებში- რადიკალმა ისლამისტებმა 100-ზე მეტ მუშას თავი მოაჭრეს

ნიგერიაში ბრინჯის 110 ფერმერი და მეთევზე დაუნდობლათ მოკლეს, რომელთაგან უმრვალესობას თავი მოაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშული თავდასხმის უკან ისლამისტი მებრძოლები და ბოკო-ჰარამის ტერორისტული დაჯგუფება დგას.

მუშებს ხელ-ფეხი შეუკრეს და არაერთ მათგანს ყელი გამოჭრეს. სოფლის მაცხოვრებლებმა სასტიკად მოკლული ადამიანები კვირას დაკრძალეს, რომლის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელით გავრცელდა. ადგილობრივ მთავრობაში იუწყებიან, რომ აღნიშული ტერორისტული თვდასხმა 2020 წელს ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელია.

თავდამსხმელთა უმრავლესობა მოტოციკლით გადაადგილდებოდა- მკვლელები ტყვიამფრქვევებიდან და ავტომატური შაშხანებიდან ისროდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით. ჯიჰადისტებთან კონფლიქტში 2009 წლიდან დღემდე 36 000 ადამიანი იქნა მოკლული ნიგერიაში, რამაც 2 მილიონ ადამიანს აიძულა თავისი სახლი დაეტოვებინა და იძულებით გადაადგილებულთა, ასევე ლტოლვილთა რიგებს შეერთებოდა.





წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა