თეგებით ძიება

"ერთი საათია ველოდებით, სასწრაფო ამ დრომდე არ მოსულა" - გორში მამაკაცი გარდაიცვალა

გორში, სტალინის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველი "ნიუპოსტს" უყვება, მოქალაქე შეუძლოდ გახდა. გამვლელებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა სამედიცინო დახმარება ადგილზე ამ დრომდე არ მისულა.

მოქალაქეებმა პოლიციაც გამოიძახეს. სამართალდამცავები სტალინის ქუჩაზე იმყოფებიან. შემოსაზღრულია შემთხვევის ადგილი.
"ერთი საათია ველოდებით, სასწრაფო ამ დრომდე არ მოსულა" - აცხადებს ადგილობრივი.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა