სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.
"ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების მართვა შენობის გარეთაც. მიხარია, რომ მოლებმა დაიწყეს ამ მიმართულებით ფიქრი იმიტომ, რომ პრობლემა, შესაძლოა, შეიქმნას ერთ კვირაშიც, ორ კვირაშიც და ხედავთ, რომ ნოემბერშიც შეიქმნა", — აღნიშნა ნათია თურნავამ.
თურნავას განცხადებით, მოლებთან დიალოგი გაიმართება იმაზე, თუ როგორ მოახერხებენ რიგების მართვას, ახალი წლის წინა პერიოდში როგორ შეძლებენ გამკლავებას.
commersant.ge