გოგა ჩანადირი: ვიცი, დაწესებულებები, კომპნიები საახალწლო საჩუქრებს მაინც დაარიგებენ და მორიდებით მივმართავ ყველას
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წინასაახალწლო საჩუქრების დარიგებამდე, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს მიმართავს.
"კოვიდპანდემიის მიუხედავად, ვიცი, დაწესებულებები, კომპნიები საახალწლო საჩუქრებს მაინც დაარიგებენ.
მორიდებით მივმართავდი ყველას, ეგებ, ეს საჩუქრები წელს მხოლოდ ქართული ნაწარმი იყოს, საქართველოში დამზადებული იყოს, ხელნაკეთი იქნება, სასოფლო ნობათი თუ ქარხნული და ასეც გავაძლიეროთ კრიზისით დაზარალებული საწარმოები და უმუშევრად დარჩენილი თანამემამულეები.
ჩვენც შევიძინოთ ქართული. მით უფრო, რომ სასოფლო ბაზრები არ დაკეტილა", - წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.