თეგებით ძიება

8 შვილიანი დედა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა ახლა სხვებს ეხმარება გადარჩენაში

კიდევ ერთი გმირის ამავი, რომელმაც სოციალურ ქსელი ააფეთქა - 8 შვილის დედის, რომელმაც თავად გადაიტანა კოვიდი და ახლა სხვებს უსასყიდლოდ ეხმარება.
"ეს დღეც დასრულდა.
ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ.
გუშინ საღამოს მესინჯერში ერთმა ახალგაზრდა ქალმა მომწერა, კოვიდგადატალი ექთანი ვარ და აღარ ვუფრთხი კონტაქტებს და უსასყიდლოდ დაგეხმარებით, თქვენი პოსტი ჩამიგდესო.
უთენია უკვე გადასხმაზე იყო ერთ-ერთ ოჯახში. იქ მივაკითხე და წამოვიყვანე. ჩენთან სამი გადასხმა დააყენა და ახლა უკვე მორიგ ოჯახში მიეჩქარებოდა, გლდანის მერვე მიკრომდე, სადაც მე წავიყვანე. ვისმენდი როგორ ურეკავდნენ კოვიდისგან გათანგული ადამიანები და მათთან მისვლას სთხოვდნენ, მისამართებს ერთი მეორეზე მიყოლებით იწერდა.
ხომ არსებობენ ასეთი ადამიანები, ხომ რეალურია ეს დახმარება!
მე დღეს ვიამაყე ამ ადამიანით, რიმელიც ჩუმად, მშვიდად აკეთებს სიკეთეს და ეხმარება ყველაზე უფრო გაჭირვებულთ - კოვიდიან პაციენტებს.
მინდა იცნობდეთ და თქვენც იამაყოთ ჩვენი დროის გმირებით.
მადლობა ნათია დიაკონიძეს - რვა შვილის დედას. მადლობა ჩემი ხანდაზმულების და იმ ადამიანების სახელით , ვისთანაც ასე უანგაროდ დადის დილიდან გვიან ღამემდე და გადასხმებით მდგომარეობას უმსუბუქებს", - წერს ინტერნეტმომხმარებელი რუსო ბერიძე.\\

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა