თეგებით ძიება
30. 11. 2020 მსოფლიო

ირანული მედია: "თუ ისრაელის კვალი დასტურდება ფიზიკოსის მკვლელობაში, უნდა დაიბომბოს ებრაული საპორტო ქალაქი ჰაიფა"

ირანულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარია იმ აუცილებელ ღონისძეიბაზე, რომელიც უნდა გაატაროს ხელისუფლებამ ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელის მკვლელობის საპასუხოდ. აღნიშნული მედია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ თავს აესხან ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფას, რაც იქნება ერთგვარი შურისძიება მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობაზე.

სტატიის ავტორი მოითხოვს ხელისუფლებისგან, რომ განხორციელდეს სარაკეტო იერიშები ებრაულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს ამერიკული პოლიტიკური მედია, POLITICO.

ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნებმა ოფიციალურად დასდეს ბრალი ზემოხსენებულ თავდასხმაში ისრაელს, რომლითაც დაძაბულობის სპექტრი კიდევ უფრო გააძლიერეს რეგიონში, სადაც ამერიკელი სამხედროები და ბაზებია წარმოდგენილი.

ირანულმა მედია კაიჰანმა თავის სტატიაში გამოაქვეყნა ირანელი ანალიტიკოსის, სადოლოი ზარეის მოსაზრება, რომელიც აცხადებს, რომ ირანის რეაქცია არ იყო საკმარისად ადეკვატური მას შემდეგ, რაც ებრაულმა ავიაციამ სირიაში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებზე მიიტანა საჰაერო იერიში. მისი აზრით, ჰაიფას დაბომბვა და დიდი რაოდენობით ხალხის დახოცვა აშკარად გამოიწვევს შეკავებას, რადგან აშშ და ისრაელის რეჟიმი არავითარ შემთხვევაში არ არიან მზად ომისა და სამხედრო კონფრონტაციისთვის.

მისი თქმით, ჰაიფაზე თავდასხმა ერაყში ამერიკელი სამხედროების ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვაზე უფრო დიდი მასშტაბის უნდა იყოს.

დასავლურ მედიაში აღნიშნავენ, რომ გაზეთ კაიჰანის რედაქტორი ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის მიერაა დანიშნული, რომელიც აგრეთვე მისი მრჩევლის პოზიციასაც იკავებს.

კვირას ირანის პარლამენტი „დახურულ კარს მიღმა“ შეიკრიბა ფახრიზადეს მკვლელობის საკითხზე- შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაქერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანის მტრებმა მწარედ უნდა ინანონ ფიზიკოსის სიკვდილის გამო.

„კრიმინალური მტერმა ამ თავდასხმის გამო ძლიერი რეაქციის ფონზე უნდა ინანოს“ - განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა