თეგებით ძიება

"სუფთა სახლი“: ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა

სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება.

მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება.

„კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში განგვიცხადეს, რომ მათ საახალწლო პროდუქციაზე კონკრეული რეკომენდაციები მიიღეს, რის მიხედვითაც ეს ნივთები ონლაინ უნდა გაიყიდოს, თუმცა ამ ეტაპზე იურისტები არკვევენ, თუ რამდენად აქვს ქსელს ამის უფლება. მარკეტინგის განყოფილების უფროსმა ანა ნადირაშვილმა ასევე განმარტა, რომ სავარაუდოდ საახალწლო პროდუქციის გაყიდვა ადგილზე „კარფურის“ ქსელებსაც აეკრძალებათ.

„ამ ეტაპზე, გარკვევის პროცესში ვართ, რამდენად შეგვიძლია გავყიდოთ საახალწლო პროდუქცია. რადგან არ გვქონდა საბოლოო პასუხი, ამიტომ დროებით ჩვენს ფილიალში ვერ იყიდით ამ ნივთებს. მაკონტროლობელმა ორგანოებმა გვითხრეს და მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ეს ყველაფერი გაყიდულიყო დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. საბოლოდ, ვყიდით თუ ვერ ვყიდით, ჯერ ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. რაც შეეხება სხვა ქსელებს, შესაძლებელია "კარფურსაც" შეუწყდეს გაყიდვის უფლება საახალწლო პროდუქციაზე. ჯერ არ ვიცით, ჩვენთან იკრძალება და „კარფურში“ რჩება თუ არა ამის ნებართვა. ჩვენი იურისტი მუშაობს ამ თემაზე და საბოლოო პასუხს ველოდებით,“ - განმარტავს „სუფთა სახლის“ მარკეტინგის განყოფილების უფროსი ანა ნადირაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა