თეგებით ძიება

\'\'ნებისმიერი შეზღუდვა უმოქმედოა თუ მოქალაქეების დამყოლობა არ არის\'\' - ბიძინა კულუმბეგოვი

„ნებისმიერი შეზღუდვა უმოქმედოა, თუ მოქალაქეების დამყოლობა არ არის. თუ მაგალითად პირბადის ტარების მაჩვენებელი 90%-ს არ ასცდება, ჩვენ შეზღუდვების გახანგრძლივება მოგვიწევს. მინდა, ყველას მივმართო, მათ შორის ბიზნესს ორგანიზაციებს, თავის სივრცეში წესების დაცვა უნდა უზრუნველყონ. მე სადაც შევსულვარ, თუნდაც დეზობარიერი მხვდება მშრალი. აუცილებელია რეგულაციების დაცვა იმისთვის, რომ ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება თავიდან ავიცილოთ“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი არის ინფექცია, რომლისგანაც დაცული არავინაა.

„ამის უკან დგას ადამიანების სიცოცხლე. ეს ხომ არ არის დაავადება, რომელიც ვიღაცას შეეხება და ვიღაცას არა. ამ აქლემმა შესაძლოა, ნებისმიერი ოჯახის კარის წინ დაიჩოქოს, ასეთი შედარება არსებობს იგივე ნარკომანიის დროს. ამიტომ რეგულაციების არდაცვა და წინააღმდეგობის გაწევა, რა თქმა უნდა, არასწორია. ძალიან ვთხოვ ყველას, გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები.

ეს ხომ ბიოლოგიური ომია. ჩვენ გვყავს დაჭრილი ადამიანები. ჩვენი გენერალი, მთავარი ინფექციონისტი იყო დაჭრილი, რა შეიძლება მოხდეს მეტი. ეს შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, შესაძლოა დეკემბრის 20 რიცხვიდან ახალ წლამდე ყოველდღიურად 8-9 ათასი შემთხვევა ყოფილიყო“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა