თეგებით ძიება

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს -ალესანდრე გოგინავა

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს, ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

„ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რამდენ ხანს გაგრძელდება პიკი, რთულია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის არსებული რეგულაციები და შეზღუდვები, რაც დაწესდა, შედეგს გამოიღებს დაახლოებით 10 დღეში, ორ კვირაში. ამიტომ, საფიქრებელია, რომ ორი კვირის შემდეგ ანუ რეგულაციების დაწესებიდან ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ახალი შემთხვევების ზრდის შეჩერება და შემდეგ შესაძლებელია უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ შემცირებაც კი, რაც მოახდენს მდგომარეობის მეტ-ნაკლებ სტაბილიზაციას. მარგამ ეს არის გათვლა, რომელიც გაკეთებულია ეპიდემიოლოგიური სამსახურების მხრიდან და ვნახოთ, რამდენად გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 28 ნოემბრიდან შეზღუდვების ახალი პაკეტი ამოქმედდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 286 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 844 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა