ბაიდენმა აშშ-ის ხაზინის მდივნად ჯანეტ იელენი დაასახელა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახაზინო მდივნად, ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე ჯანეტ იელენი დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.
სენატის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ის პირველი ქალი იქნება, ვინც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს.
ბაიდენმა პირობა დადო, რომ მრავალფეროვან ადმინისტრაციას შექმნის.