ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში თითო შეჭირვებული ოჯახი დეკემბერში და იანვარში მიიღებს პროდუქტებსა და სხვა საჭირო ნივთებს – გიორგი კეკელიძე
ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, თითო უკიდურესად შეჭირვებული ოჯახი, დეკემბერში და იანვარში, შესაბამისი პერიოდულობით მიიღებს პროდუქტებსა და სხვა საჭირო ნივთებს, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბოლო დღეებია, ვფიქრობდით, რა შეგვეძლო ჩვენი მწირი ძალებით და ასე გადავწყვიტეთ: ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, თითო უკიდურესად შეჭირვებული ოჯახი, დეკემბერში და იანვარში, შესაბამისი პერიოდულობით მიიღებს პროდუქტებსა და სხვა საჭირო ნივთებს. ორ კვირაში ერთხელ მათ მე და ჩემი მეგობრები ვესტუმრებით. მივიტანთ იმდენს, რომ ეს ორი თვე მაინც არ გაუჭირდეთ. რადგან ჩვენი ფონდი საგანმანათლებლოა, ოჯახების მოსწავლე წევრებისთვის მოვაწყობთ პირად ბიბლიოთეკებსაც, ხოლო სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“, ინტერნეტ პროვაიდერ „სკაიტელთან“ ერთად, მათთვის კომპიუტერებს გამოყოფს. ინტერნეტით ჩვენ მოვამარაგებთ.
ეს არის, რაც ახლა შეგვიძლია. ძალებს მოვიკრებთ და მერე მეტსაც მოვახერხებთ. ცხადია, ამ ადამიანების ფოტოების გამოფენას არ ვაპირებთ, არც ჩვენი ვიზიტებით თავის მობეზრებას. დიდი მადლობა უახლოეს, მათ შორის გერმანელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის“, – წერს კეკელიძე.
წყარო:primetime.ge