თეგებით ძიება
01. 12. 2020 მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო : " ისრაელის, აშშ-სა და საუდის არაბეთის მიერ მოწყობილი შეთქმულება ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელის სიკვდილით დასრულდა"

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა ფახრიზადეს მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მოსაზრება გამოთქვა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ისრაელს, საუდის არაბეთსა და ამერიკას შორის შეთქმულება ბირთვული ფიზიკოსის სიკვდილით დასრულდა.

„შეთქმულება, რომელიც შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებს, საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის დასრულდა ირანელი ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელის, ფიზიკოს მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით. ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გადაუდებელმა, სასწრაფო ვიზიტები რეგიონში და სამმხრივი შეხვედრები საუდის არაბეთში, ასევე ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებები - ყველა მიუთითებს შეთქმულებაზე,რაც ტერორისტული თავდასხმითა და ირანელი გამოჩენილი პიროვნების სიკვდილით დასრულდა“ - აღნიშნა ზარიფმა.

ირანის პირველი დიპლომატის თქმით, ირანელ ხალხზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკის მხარდამჭერები ცდილობენ გამოიყენონ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის უკანასკნელი დღეები და ამჟამინდელი ხელსაყრელი გარემო გაანადგურონ სანქციების დაწესებით.

შეგახსენებთ, რომ ირანელი ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი და რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალი, მოჰსენ ფახრიზადე ჩაცხრილე 27 ნოემბერს თეირანის მახლობლად. ირანის მთავრობის თქმით, აღნიშნული თავდასხმის უკან დგას ისრაელი და მოსადი, რასთან დაკავშირებითაც ნაპოვნია კონკრეტული მტკიცებულებები- იმ იარაღზე, რომლითაც მოკკლეს ფახრიზადე ისრაელის სამხედრო მრეწველობის აღმნიშვნელო ლოგოა დატანებული.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა