თეგებით ძიება

იანვრიდან მასწავლებლებს სახელფასო დანამატი ეზრდებათ

2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი გაეზრდებათ, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით;

გარდა ამისა, 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის ჯამურად გამოყოფილია 103.1 მლნ ლარი.

30 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის ღონისძიებების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა