ორთვიანი კომატოზური მდგომარეობის ლეტალური დასასრული - 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა
23 წლის სალომე გვასალია, რომელიც ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში იყო მოთავსებული და ორი თვის განმავლობაში კომაში იყო, დღეს გარდაიცვალა.
ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს და მისი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.
ოჯახის ახლობლების განცხადებით, გოგონას ოპერაცია არასწორად ჩაუტარდა.
ქუთაისის ინტერვენციული ცენტრის იურისტი აცხაებს, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო და საქმეში ჯანდაცვის სამინისტრის რეგულირების სააგენტოც ჩაერთო. სწორედ მათი მოკვლევით დადგინდება, ადგილი ჰქონდა თუ არა ექიმის დაუდევრობას.
შეგხსენებთ, რომ სალომე გვასალია სენაკში ხიდან ჩამოვარდა, რის შემდეგაც ის ხერხემლის დაზიანებით ქუთაისში გადაიყვანეს.
გოგონას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც გული ნახევარი საათით გაუჩერდა, შემდეგ კი ტვნის შეშუპება დაეწყო.
წყარო:newpost.ge