თეგებით ძიება

თუ თქვენი შვილი ამ რიცხვებში დაიბადა, განსაკუთრებული იქნება

თუ თქვენი შვილი 1, 10,19 ან 28 რიცხვში დაიბადა, განსაკუთრებული იქნება. ეს ბავშვები მზის მფარველობის ქვეშ არიან და მშობლებისთვის ბევრის გაკეთება შეუძლიათ.

ისინი არიან ძლიერები, ცნობისმოყვარენი და აქტიურები არიან, ადვილად სწავლობენ და ითვისებენ. „მზის ბავშვებს“ მათი ასაკის ბავშვებისგან განსხვავებული აზროვნება აქვთ.

ამ რიცხვებში დაბადებულებს უფრო მეტად მშობლის ან მასწავლებლის ავტორიტეტის გარშემო გაჩენილი ეჭვები ანერვიულებთ, ვიდრე წესების დაცვის აუცილებლობა. ისინი ზედმეტად ჭკვიანური კითხვებით ბევრ მოზრდილ ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ. ისინი ყოველთვის აცნობიერებენ თავიანთ შინაგან ძალას და სარგებლობენ იმით, რომ მასისგან გამოირჩევიან.

მშობლებმა ბევრი უნდა იმუშაონ, რომ მზის მფარველობის ქვეშ მყოფი ბავშვები თანდაყოლილი ეგოიზმისგან გაათავისუფლონ. ეს განსაკუთრებით 19 და 28 რიცხვში დაბადებულ ბავშვებს ეხებათ. მშობლები უნდა დაეხმარონ მათ თვითშეფასებისა და ცხოვრებისეულ ხედვის განვითარებაში. ძლიერი ნებისყოფა ამ ბავშვების დადებითი თვისებაა.

მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები და ზოგადად, უფროსები ახალი და რთული ამოცანების გადაჭრის შესაძლებლობას აძლევდნენ. მათ მსმენელი და საკუთარი იდეების გამოცდისთვის სივრცე სჭირდებათ. უფრო მეტიც, სჭირდებათ აუდიტორია, რომელიც მზად იქნება მიიღოს მათი მოულოდნელი დაკვირვებები.

1, 10, 19 და 28 რიცხვებში დაბადებული ბავშვების ყველაზე დიდი პრობლემაა ისწავლონ საზოგადოებაში ცხოვრება და გააცნობიერონ, რომ ისინი ყოველთვის მართლები არ არიან. იმისათვის, რომ მათი უნიკალური პიროვნების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყოთ, უმჯობესია უფლება მისცეთ,რომ ზრდასრულებივით იმოქმედონ. მოვა დრო და ნდობისთვის მადლობას გადაგიხდიან.

ისინი ზოგჯერ იმდენად თავდაჯერებულები არიან, რომ მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ მათაც დახმარება სჭირდებათ. მშობლები ყურადღებით უნდა მოეკიდონ ასეთ ბავშვებს, რომ იზოლირებისსა და საკუთარ თავში ჩაკეტვის მცდელობები გადალახონ.

ეს ბავშვები ხშირად ყველაზე ბედნიერები მარტოობის დროს არიან. ისინი უნდა ეცადონ, რომ მშობლებთან ურთიერთობის დროს მეტი მოთმინება გამოიჩინონ, ხოლო მშობლებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ შვილებს თავისუფალი დროის გამოყენების სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზონ.

თუ ასეთი ბავშვის დედა ან მამა ძლიერი პიროვნებაა, მაშინ არსებობს შანსი, რომ ის შვილის პატივისცემას დაიმსახურებს. ამით ყველა მოგებული და ბედნიერი იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა