თეგებით ძიება

დესტრუქციული ოპოზიციური ჯგუფების სამიზნე გმირი პოლიციელები არიან - ანრი ოხანაშვილი


„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ასლან ვაშაყმაძის მიერ პოლიციელების მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დესტრუქციული ოპოზიციური ჯგუფებისთვის მიუღებელია ყველა ის ადამიანი, ვინც მათ რადიკალურ მოწოდებებს არ ემორჩილება.

მისივე თქმით, პოლიცია დღეს ასოცირდება არა დასჯასთან, არამედ მართლწესრიგის და საზოგადოების უსაფრთხეოების დაცვასთან, კრიმინალთან შეუპოვარ ბრძოლასთან.

ოხანაშვილი ამბობს, რომ დესტრუქციული ჯგუფები სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციასა და პოლიციელებზე იერიშის მიტანას ცდილობენ.




,,არ მოსწონთ გმირი პოლიციელი, რომელიც ზრუნავს თითოეული ადამიანის, მათ შორის მათი და მათი ოჯახების, სრულიად საზოგადოების უსაფრხოებაზე. მათ არ მოსწონთ, რომ პოლიციელი წესრიგს უზრუნველყოფს. მათ არ მოსწონთ, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ხარისხი და ინსტიტუციური განახლების ფარგლებში პოლიციელების განვითარების ხელშეწყობა სრულიად სხვა დონეზე მოხდა. მათთვის ის ადამიანია მიუღებელი, რომელიც არ ემორჩილება იმ რადიკალურ მოწოდებებს, რა ზრახვებიც ამ ადამიანებს აქვთ. ამიტომ ლოგიკურია, რომ ეს ადამიანები მათი სამიზნეები იქნებიან. თუცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს პოლიციელი მოწოდების სიმაღლეზეა.

მათ დროს პოლიცია ასოცირებული იყო კრიმინალთან და მათ სადამსჯელო რაზმებად ჰყავდათ გამოყენებული. ამიტომ ყველაფერს ცდილობენ, რომ დისკრედიტაცია ინსტიტუციურად მოახდინონ და პოლიციელებზე იერიშის მიტანა სცადონ. თუმცა ამას პოლიტიკურად შეფასება ექნება, ყველამ უნდა შეაფასოს. ეს არის ამორალური და არა მხოლოდ. დამატებით სამართლებრივ შეფასებაში არ შევალ. ეს უკვე შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა