თეგებით ძიება

ხელფასების კომპენსაცია, შეღავათები კომუნალურებზე — სტუმარ-მასპინძლობის სფეროს მიმართვა მთავრობას

სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები მთავრობას მიმართავენ და პანდემიის პერიოდში სექტორის გადასარცენად საკუთარ გეგმას სთავაზობენ. გარდა ამისა, 2 დეკემბერს ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთობლივი პრესკონფერენციის გამართავს აპირებენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები და განცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ ამ პუნქტების გაუთვალისწინებლობა სფეროს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი გახდება.

სახელმწიფოს მიერ შემდგომი ორთვიანი პერიოდის განმავლობაში ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასის კომპენსაცია 50%-ით;
სახელმწიფო გახდეს გარანტი საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც სფეროში მომუშავე იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად და ასევე კვების ობიექტებისთვის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი, ხოლო ლოკდაუნის ორთვიან პერიოდში — ნულპროცენტიანი სესხების გამოსაყოფად, რაც მიემართება თანამშრომლების ხელფასების ასანაზღაურებლად;
სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის, ერთი წლის განმავლობაში, შემსუბუქდეს დღგ-ს განაკვეთი;
დაწესდეს საშეღავათო პერიოდი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე;
ინდუსტრიას კვლავ მიეცეს საშუალება, ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამით, ერთი წლის განმავლობაში.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წლის გაზაფხულზე, მკაცრი კარანტინის პირობებში, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიამ უმძიმესი დარტყმა მიიღო, ხოლო როდესაც კვების ობიექტებისა და რესტორნებისთვის მხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობა გახდა ხელმისაწვდომი, ინდუსტრია, ფაქტობრივად, იძულებულია, სრულად შეაჩეროს საქმიანობა.



წყარო:on.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა