რატომ გადაიდო ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი?
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო - ამის შესახებ თავად ნიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას:
"დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან. პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით, ფორმალურად, კორონა პანდემიის გამო. ხო, გუშინ საღამოს დაიწყო, ეტყობა..." - წერს ნიკა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო ერთმანეთის მიყოლებით ჩანიშნა.