“წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც აუპატიურებენ… ვერ გრძნობ ამ ბავშვის ტკივილს და შიშს?“ – გირჩის თანადამფუძნებელი ხვიჩიას მწვავედ აკრიტიკებს
პარტია “გირჩის” თანადამფუძნებელი ნინო დარსაველიძე ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება და მწვავედ აკრიტიკებს.
დარსაველიძე დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას ითხოვს.
“წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც აუპატიურებენ. იაგო ხვიჩია თანახმა ხარ? მესმის რომ ნაბოკოვი, და ილია ხარ ჭავჭავძე ერთად, და ზურა ჯაფარიძეც დაარწმუნე მაგაში, კიდე ერთ ნაკოლს მოგცემთ, “პაზოლინი მოკლეეს” – ესეც შეგიძლიათ იყვიროთ. ზურა გირჩი ჯაფარიძე, შენი ელეგანტური, ასტრალში გასული დუმილი ამჯერად არ მუშაობს, სამი შვილის მამა ხარ, შენ რომ გუმბერტ გუმბერტს გადაეყარო, რას უზამდი? სწორი ადამიანი მგონიხარ და ადამიანებში იშვიათად ვცდები, არ მინდა, რომ შენში შევცდე. რომ მივდიოდი, გეუბნებოდი, რომ დაგღუპავენ ესენი, არ დამიჯერე. ეხლა მაინც გჯერა? ვერ გრძნობ ამ ბავშვის ტკივილს და შიშს??
მე როგორც გირჩის დამფუძნებელი, ვითხოვ დამფუძნებელთა საერთო კრებას. ყრილობის შესახებ ჩემთვის არავის უცნობებია, შესაბამისად, ახალი ბორდიც ეჭვქვეშაა.
თუ ვინმეს აინტერესებს, რატომ არ მკიდია გირჩი, ამოიღეთ აუდიტიდან ჩემს მიერ გაკეთებული დამფუძნებლის შენატანი და მიხვდებით.
როდესაც 22 ადამიანი ვაფუძნებდით გირჩს, როდესაც უამრავმა ადამიანმა ჩადო ძალისხმრვა იმაში, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ხმა ისმოდეს, ძალიან ცოტას ექნებოდა ჩაფიქრებული, რომ პედოფილიის მოხმარების გაპრავებამდე დავა ეს გაერთიანება და დასაბმელი გახდება. გახდა”, – წერს დარსაველიძე.
შეგახსენებთ, რომ იაგო ხვიჩიამ შსს იმის გამო გააკრიტიკა, რომ სამართალდამცავებმა არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირი დააკავეს.
“პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – წერდა ხვიჩია.
primetime.ge