თეგებით ძიება

მიტროპოლიტ ნიკოლოზის მტკიცებით, ნაჩუქარი iPhone 12 Pro-თი ფილმს გადაიღებს და ამით ხალხს გაახარებს

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მობილურების მაღაზია iStyle-ის ნაჩუქარ iPhone 12 Pro-ს ფილმების გადაღებისთვის გამოიყენებს და ამით ხალხს გაახარებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

"ეს ყველაფერი iphone 11 Pro დაიწყო, მინდა გთხოვოთ ყველას სულ ორი წუთი დაგჭირდებათ YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ ფილმი, მე მაჩუქეს ეს ტელეფონი თავისდროზე იმიტომ, რომ ამ ტელეფონით გადავიღე ფილმი, სამი დღე ვიღებდი ამ ფილმს თვითონ იმ iphone X-ში დავამონტაჟე, 10 თებერვალს სანამ ეს პანდემია დაიწყებოდა დავპატიჟე ჩემი ახლობლები კინოთეატრ ამირანში, რომელიც სავსე იყო 650 ადამიანი დიდ ეკრანზე უყურებდა, ანუ რისი თქმა მინდა იცით iphone X გადაღებულ ფილმი დიდ ეკრანზე შეიძლებოდა ენახა ადამიანს ისეთ ხარისხი იყო. ამ ტელეფონს კარგად არ ვიცნობ ჯერ სამი კამერა აქვს ეს იმას ნიშნავს რომ გაშლის კუთხე აქვს სრულიად სხვა, ეს ტელეფონი და iphone 11 pro გამომადგება რომ გადავიღო ფილმები და გავახარო ხალხი, საიდუმლოდ დავტოვებ რა ფილმს გადავიღებ ახალი ტელეფონით", — განაცხადა მეუფო ნიკოლოზმა.

ეფლმა ახალი iPhone 12, 13 ოქტომბერს წარადგინა. iPhone 12 Pro-ს ოფიციალური ფასი $999-დან იწყება.

11 ოქტომბერს, მეუფე ნიკოლოზმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ "ბრალს დებენ", თითქოს ბოლო მოდელის iPhone ჰქონდა და მისი მტკიცებით, ეს სიცრუე იყო.

მისი თქმით, iPhone 11 Pro აქვს და ეს ბოლო მოდელი არ არის, რადგან iPhone 12 გამოვიდა. თუმცა, ეს მოდელი Apple-მა ოფიციალურად მისი განცხადებიდან 2 დღის შემდეგ გამოუშვა.

მიტროპოლიტის განმარტავდა, რომ ძვირადღირებული ტელეფონის ეს მოდელი იმიტომ ჰქონდა, რომ "კამერა იარაღია" და მას შეუძლია დაზუმვით გადაიღოს, რაც სურს.


წყარო:on.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა