მე ცეცხლი ვარ, შენ - წყალი - როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ელემენტი ჩვენს ცხოვრებაზე
წარმატების მისაღწევად ეცადეთ სწორად გამოიყენეთ ის, რაც ბუნებამ მოგანიჭათ.
იცით რომელი სტიქია მართავს თქვენს ნიშანს? გარკვეულ შემთხვევებში, ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება იყოს. თქვენი სტიქიის ცოდნა საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ საკუთარი ტემპერამენტი და ხასიათის ზოგიერთი თვისება ფსიქოლოგიური ტესტების გავლის გარეშე.
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს კონკრეტული სტიქია მართავს.
ასეთი სულ ოთხია:
1. ცეცხლი.
2. მიწა.
3. ჰაერი
4. წყალი.
ცეცხლის ნიშნებია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი.
მიწის ნიშნები: კურო, ქალწული და თხის რქა.
ჰაერის ნიშნები: ტყუპები, სასწორი და მერწყული.
წყლის ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი და თევზები.
როგორც ხედავთ, ასტროლოგიაში თითოეული სტიქია მოიცავს სამ ნიშანს და დაყოფილია ოთხ ტრიგონად: ცეცხლი, დედამიწა, ჰაერი და წყალი. თითოეულ ტრიგონს აქვს საკუთარი მახასიათებლები. გააანალიზეთ და შეიძლება უკეთ გაიგოთ თქვენი ზოგიერთ ქმედება და მიზეზები, რომლებითაც ისინი იყო ნაკარნახევი. ეს დაგეხმარებათ სწორად აირჩიოთ საკუთარი გზა სოციუმში.
ოთხი ძალა:
ცეცხლის ნიშნები (შემოქმედებითი ტრიგონი)
ისინი, ჩვეულებრივ, ქოლერიკულები არიან. ასეთი ტემპერამენტის ხალხი აქტიურია, ნებისმიერ იდეას სწრაფად იტაცებს და ასევე სწრაფად ახორციელებს. მათ იციან, როგორ უნდა მართონ ადამიანები და არასდროს რჩებიან შეუმჩნეველნი.აქვთ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი, ორგანიზატორული უნარები და გამჭრიახობა. ადამიანებს მათში უანგარობა და იდეალიზმი იზიდავს.
რატომ ხდება, რომ ასეთი შესანიშნავი თვისებების მფლობელები იშვიათად ახლავს სოციალურ წარმატებას? იმიტომ, რომ ამ მშვენიერი მედლის მეორე მხარეა სიჯიუტე, სიფიცხე, შეუპოვრობა და აგრესიულობა. თუ ხელმძღვანელი ბრძენი ადამიანი არაა, მათი დამორჩილება გაუჭირდება.„ცეცხლოვანი“ ადამიანები სწრაფად ბრაზდებიან,მაგრამ ასევე სწრაფად შეუძლიათ დამშვიდება და სხვა თემაზე გადასვლა.
მიწის ნიშნები (მატერიის ტრიგონი)
მათ ფლეგმატური ხასიათი აქვთ - მშვიდები, თავშეკავებულები და მომთმენები არიან. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფეხზე მყარად დგომა და სტაბილურობა სჭირდებათ. კარგად ვერ აღიქვამენ ცვლილებებს და ისევე ცუდად ეგუებიან ახალ პირობებს. ამ ადამიანებს ყოველთვის დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს. შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, პრინციპულობა, გამძლეობა - ეს თვისებები მიწის ნიშნის წარმომადგენლებს წარმატების მიღწევაში და ღირსეული ადგილის დაკავებაში ეხმარება. უარყოფით თვისებებად შეიძლება ჩაითვალოს მატერიალური ნივთებით გატაცება, ძუნწობა და ანგარება.
ჰაერის ნიშნები (ინტელექტის ტრიგონი)
ისინი სანგვინიკები არიან ანუ მარტივი ხასიათის, გაწონასწორებული, ოპტიმისტი და ხალისიანი ხალხი. ისინი გუბეებში არეკლილ ვარსკვლავებს ხედავენ და ტალახს არა. უმეტესად, ხალისიან განწყობაზე არიან, თუმცა ყველაფერზე ემოციურად რეაგირებენ. წარუმატებას ძალიან განიცდიან, მაგრამ სწრაფად გამოდიან ამ მდგომარეობიდან. ისეთი განცდა რჩება, რომ მათთან ყოველთვის, ყველაფერი მშვენივრადაა. სინამდვილეში, მათთანაც იგივეა, რაც სხვებთან, უბრალოდ, სანგვინიკები ნეგატივზე დიდხანს არ ამახვილებენ ყურადღებას. ამიტომ, მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. მარტივად ამყარებენ ურთიერთობას, მარტივად იღებენ და გასცემენ ინფორმაცია. უარყოფით თვისებად შეიძლება უპასუხისმგებლობა ჩაითვალოს.
წყლის ნიშნები (გრძნობებისა და შეგრძნებების ტრიგონი)
ისინი მელანქოლიური, მგრძნობიარე ადამიანები არიან. ძალიან ემოციურად რეაგირებენ როგორც პრობლემებზე, ასევე სასიხარულო მოვლენებზე. ემოციურობა შეიძლება მათ ჯანმრთელობაზე აისახოს. მელანქოლიური ტემპერამენტის მქონე ადამიანებს აქვთ ანალიტიკური აზროვნება, საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა და ყველა საქმე ბოლომდე მიჰყავთ. ამ ტრიგონის წარმომადგენლების უარყოფითი მხარეა გადაჭარბებული ოცნება და ფანტაზია, რომელიც შეიძლება რეალობიდან გაქცევას დაემსგავსოს.