თეგებით ძიება

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს იმ ციფრებს, რაც ივანიშვილს სურს - ზაალ უდუმაშვილი

“ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს იმ ციფრებს, რაც ივანიშვილს სურს. შესაბამისად, ცესკოს შეკრებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი დღეს ჩანიშნულ ცესკოს შემაჯამებელ სხდომას.
უდუმაშვილის თქმით, ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, არ აპირებს პარლამენტში შესვლას და მათი ძირითადი მოთხოვნა ისევ ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

„არ ვაღიარებთ იმ შედეგებს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება, ისევე როგორც არ ვაღიარებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებს. ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის არჩევანს. ცესკომ საზოგოადებას ის რიცხვები წარუდგინა, რაც ბიძინა ივანიშვილს სურდა და არა ის, რაც ჩვენი მოქალაქეების ნებას გამოხატავს. ამიტომ, ცესკომ, როგორც ინსტიტუციამ, აზრი დაკარგა.

ჩვენ არ ვაპირებთ იმ საპარლამენტო მანდატების აღებას, რომელიც ივანიშვილმა გვიწყალობა. ყველა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია, რომელიც ახალმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს.“

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა