არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ევროპული საქართველო“ – 3,79 %, მანდატების რაოდენობა ხუთი.
„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18%, მანდატები 36.
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, მანდატები ოთხი.
„ლეიბორისტული პარტია“ – 1%, მანდატი ერთი.
„მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – 1,33 %, მანდატები ორი.
„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, მანდატები ოთხი.
„გირჩი“ – 2,89%, მანდატები ოთხი.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22%, მანდატების რაოდენობა 60.
„ლელო“ – 3,15%, მანდატების რაოდენობა ოთხი.
21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიციამ არჩევნებს გაყალბებული უწოდოდა და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.