თეგებით ძიება

თუ გყავს ვინმე სამინისტროშიო დარეკე და დაგაწვენენო - ჯანდაცვის უწყების მიერ სასიკვდილოდ გაწირული ადამიანები და პანდემიისგან შექმნილი ქაოსი ქვეყანაში

ჯანდაცვის სამინისტროს სრული კოლაფსი და პანდემიისგან შექმნილი ქაოსი ქვეყანაში - ინფიცირებული პირები აცხადებენ, რომ ტიკარაძის უწყება ადამიანებს სასიკვდილოდ წირავს.
მთავარმა არხმა მოიპოვა იმ ადამიანის კომენტარი, რომლებიც ინფიცირებისა და მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას, თუ ჯანდაცვის სამინისტროში ნაცნობი არ ჰყავთ:

"მითხრეს, რომ ჩვენ ვერანაირ კლინიკაში ვერ მიგიყვანთო. ვითხოვდი, რომ ფილტვებზე რედგენი გადაეღოთ, სავარაუდოდ, ვიცოდი, რომ პნევმონია მქონდა. ჩვენ არ შეგვიძლიაო, თუ გყავს ვინმე სამინისტროშიო დარეკეო და დაგაწვენენო, ისე არ ხდებაო, აი ასე მითხრა, სიტყვა სიტყვით, სასწრაფოს ექიმმა. სიმართლე ის არის, რომ მკვლელები არიან, ტიკარაძე არის მკვლელი, რომ ადამიანებს, თავის დროზე, არ უგზავნის სასწრაფოებს და არ აქცევს ყურადღებას," - განაცხადა გიორგი ილაშვილმა.

ერთ-ერთი ინფიცირებულის შვილის თამუნა ახობაძის გაცხადებით, მძიმე პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც ორ დღეში სახლში მწოლიარე ქალი დაიღუპა:

"მაღალი სიცხე, ძლიერი ხველა, კორონავირუსი დადასტურებული ჰქონდა, სასწრაფოს ექიმს ვეხვეწე, რომელიმე ქალაქში, რომ წაიყვანოთ, დახმარება გაუკეთოთ, მე სახლში რა გავაკეთო-მეთქი. ასე მითხრა - სად წავიყვანო, სად ვატარო, სასწრაფოთი ქუჩაში ხომ არ ვატარებო და ორ დღეში დედა მომიკვდა," - განაცხადა თამუნა ახობაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა