თეგებით ძიება

დაპირისპირება და პოლიტიკური განქორწინება "გირჩში"- ვინ მიდის, ვინ რჩება პარტიაში?

აზრთა სხვადასხვაობა "გირჩში" - ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რექვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.
„სამწუხაროდ ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“
- დაწერა ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში.


ხვიჩიასა და მის ლიდერს შორის რომ აზრთა სხვადასხვაობაა, გამოიკვეთა გუშინაც, როცა ზურა ჯაფარიძე იაგო ხვიჩიას შეფასებას გაემიჯნა. უფრო კონკრეტულად, ხვიჩიამ ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე.

ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

ჯაფარიძემ ამბობს, რომ არ აპირებს პარტიის გაყოფის მიზეზებზე საჯაროდ საუბარს:

„არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში“.

„გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა“.

დახურული ჯგუფიდან მოპოვებული ინფორმაციით, ჯაფარიძეს იქვე უპასუხა იაგო ხვიჩიამ:

"არასერიოზული სიგიჟე, ატიცზე ტრაკის მჩვენებელი კაცი წერს ამას. თან რაზე პორნოს ნახვაზე? ცუდია ეს ყველაფერი, მაგრამ რას ვიზამთ, გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები".

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა