თეგებით ძიება

"ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში, მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს და ჩემი მხარდაჭერა შენ"

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე „გირჩის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ზურაბ ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

„ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი – სახელად პარტიას მე დავარქვი.
შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი ”ნათლიაც” გამოვედი.
”გირჩი” იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ!
ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც.
თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა.
მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში;
ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ;
ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს;
ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს…
მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს…
ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას!“ – წერს გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა