5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ენერგიული და პოზიტიური ენერგიით სავსე ხართ. არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც გინდათ. ზოგჯერ გონებას გაურკვევლობა გივსებთ, რაც დანარჩენი სამყაროსგან თქვენს იზოლირებას იწვევს. ეცადეთ ამ დღეს მარტო არ დარჩეთ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი მუშაობა სრულფასოვანი დასვენების გარეშე ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ეცადეთ ეს აკონტროლოთ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ.
კურო
თქვენი ახალი გეგმა ახალ პროექტში მონაწილეობას ითვალისწინებს. დღეს შესანიშნავი დღეა იმისთვის, რისი გაკეთებაც გადაწყვიტეთ. თქვენი თანდაყოლილი სიჯიუტე დღეს არ გამოადგებათ, ამიტომ რჩევებს უნდა უსმინოთ. ნუ დაივიწყებთ, რომ ვალდებული ხართ ოჯახის ყველა წევრზე იზრუნოთ. შესაძლოა, დღეს მოულოდნელი ამბავი გაიგოთ ან ნათესავის მონახულება გახდეს საჭირო.
ტყუპები
თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი დაუფასებელი არ დარჩება. წარმატებას მიღწევაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით. შთაბეჭდილება, რომელსაც ადამიანებზე დატოვებთ, კმაყოფილებას მოგანიჭებთ. გირჩევთ არაფერი შეცვალოთ საკუთარ საქმიანობაში. მთელ დღეს გზაში და მოძრაობაში გაატარებთ, ამიტომ ოჯახისთვის დრო აღარ დაგრჩებათ, რაც მომავალში უნდა ანაზღაუროთ.
კირჩხიბი
განმარტებების მიღება დაგროვილი ნეგატივისა და დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ. დროა, პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ. ყოველთვის დინამიური კირჩხიბს მუდმივად სიყვარულის მოთხოვნილება აქვს, თუნდაც საპასუხოდ იგივეს არ იღებდეს. მთელ დღეს სახლში, ოჯახთან ერთად გაატარებთ. გამონაკლისები შეიძლება, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში.
ლომი
საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ და ახალი გამოცდილების მიღებისთვის ემზადებით. ბავშვობა შორს დარჩა, მაგრამ ლომი შინაგანად მაინც ბავშვია, რაც მას ყველასგან გამოარჩევს. ფინანსურ დამოუკიდებლობას აუცილებლად მოიპოვებთ თუ ყველა ძალისხმევას გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებისკენ მიმართავთ.
ქალწული
კომფორტის ზონაში ხართ და თავს შესანიშნავად გრძნობთ. ასე გააგრძელეთ, თქვენ წარმატებისკენ მიდიხართ და ზუსტად იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ.
როდესაც თავს მარტოსულად იგრძნობთ, შეეცადეთ დარდი საყვარელ ადამიანს გაუზიაროთ. ეს ძალიან დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემები დღეს დასრულდება, თუ სწორად შეაფასებთ და გამოიყენებთ შექმნილ შესაძლებლობას.
სასწორი
უარი არ თქვათ შესაძლებლობაზე, რომელსაც ვარსკვლავები ამ დღეს შემოგთავაზებენ. ენერგიით სავსე ხართ და მზად ხართ ახალი თავგადასავლებისთვის. არ შეჩერდეთ, ასე გააგრძელეთ. თავისუფლებამ, რომელსაც პარტნიორს ანიჭებთ, შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი წყვილის ურთიერთობაზე და თქვენს შორის უნდობლობა გააჩინოს. შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიხდეთ. პრობლემისადმი თქვენი დამოკიდებულების შეცვლა შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს.
მორიელი
გირჩვთ ყოველი სიტყვა კარგად აწონ-დაწონოთ. შესაძლოა, საკუთარი სიტყვებით თავად დაზარალდეთ, თუმცა ამას ჯერ ვერ ხვდებით. ღალატის შიში მორიელის ნებისმიერ ურთიერთობაზე გავლენას ახდენს. როგორც ჩანს, მეგობრების, ნათესავებისა და პარტნიორების დამოკიდებულება თქვენთვის საკმარისი არ არის.
ეცადეთ დღის მეორე ნახევარში სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. ეს არეული ფიქრების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
გრძნობთ, რომ ძალიან მოდუნდით, თუმცა ამის გაკეთების ყველა საფუძველი გაქვთ! საკმარისი ენერგია და ამბიცია თავდაჯერებულობას გმატებთ. მშვილდოსანი ყოველთვის გულწრფელია, როდესაც საქმე ეხება გრძნობებს პარტნიორის მიმართ. ამ დღეს ყველაფერი ფინანსური საკითხების გარშემო ტრიალებს და ეცადეთ ეს თქვენთვის უფრო წარმატებით გამოიყენოთ. ამის შესაძლებლობა საკმარისზე მეტი გექნებათ.
თხის რქა
ბოლო დღეებში თქვენ ბევრი სამუშაო გაქვთ და ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება მოაკლდათ. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან და ნაკლები სამუშაოსთან. დიახ, ზოგჯერ, ასეც შეიძლება. ამ ზოდიაქოს ნიშანში დომინირებს ყოველდღე რაღაცის შეცვლის სურვილი და გამონაკლისი არც ეს დღე იქნება. ამ დღეს ფინანსური პრობლემები არ გელით, მაგრამ შესაძლებელია საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი. სირთულეების მიუხედავად, ბოლოს მაინც კომპრომისამდე მიხვალთ.
მერწყული
ბოლოს და ბოლოს მიიღებთ პასუხს, რომელსაც დიდი ხანია ელით და გეგმების განხორციელებას შეუდგებით. სანერვიულო არაფერი გაქვთ, რადგან ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ ხდება. მერწყულის იმპულსურობა უამრავ კონფლიქტს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხასიათი ყველამ იცის, წყენას ვერ ივიწყებენ.
ჯანმრთელობის მხრივ საუკეთესო დღე არაა. თქვენი გონება დასვენებას მოითხოვს, ამიტომ ერიდეთ გონებრივ სამუშაოს და სპორტით დაკავდით.
თევზები
ამ დღის შთაგონება უამრავ საინტერესო იდეას გაჩუქებთ. უსმინეთ საკუთარ იონტუიციას და ამ იდეების განხორციელება წარმატებას მოგიტანთ. როგორც წესი, მშვიდი ადამიანი ხართ, მაგრამ ბოლო დროს უმიზეზო მოიუსვენრობა და შფოთვა გიპყრობთ, ეცადეთ ამის მიზეზებში გაერკვიოთ. დღეს შესაძლებლობა გაქვთ შეურიგდეთ ადამიანს, ვისთანაც წარსულში სერიოზული კონფლიქტი გქონდათ. არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე შერიგება ხანგრძლივი განშორების შემდეგ. ასე, რომ აღნიშვნისმიზეზიც გაქვთ.