თეგებით ძიება

ჟელე - ტკბილეული, რომელიც ამშვენებს ნებისმიერ სუფრას

ეს რეცეპტი ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა – თამო მეფიშვილმა გაგვიზიარა. მკითხველების რეცეპტების სანახავად ეწვიეთ ჯგუფს.

ინგრედიენტები
ჟელე - 6 ცალი
წყალი - 150 მლ
ინგრედიენტები არაჟნის მასისთვის
ჟელატინი - 30 მლ
რძე - 200 მლ
არაჟანი - 500 გრ
შესქელებული რძე - 1 ქილა
შაქარი - 100 გრ

გამოიყენეთ 6 სხვადასხვა ფერისა და არომატის ჟელე, გახსენით 150მლ წყალში, მეტი სიმკვეთრისთვის და დაუმატეთ საკონდიტრო ფერები.

როდესაც გამყარდება, დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ 24 სმ ფორმაზე.

შემდეგ, მოამზადეთ არაჟნის მასა: 30 მლ ჟელატინი დააყოვნეთ 200მლ რძეში, ცალკე გააცხელეთ 500გრ არაჟანი, ერთი ქილა, მოუხარშავი, შესქელებული რძე და 100გრ შაქარი, ბოლოს დაუმატეთ, ჟელატინი და გაალღვეთ არაჟნის მასაში,

არაჟნის მასა გადაანაწილეთ ფორმაზე. ერთი დღე დააყოვნეთ მაცივარში, გამოდის უგემრიელესი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა