თეგებით ძიება

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებთან ერთად შეხვედრას მართავენ.

შეხვედრას ხელისუფლებიდან არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებიან.

შეხვედრამდე ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა გასაჯაროვდა. ოპოზიციის წარმომადგენლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, ვადამდელ არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, პლებისციტის დანიშვნა 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

საპასუხოდ სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ კონსენსუსის საგანი ვერ იქნება ისეთი არა ლეგიტიმური მოთხოვნები, როგორიცაა ვადამდელი, რიგგარეშე არჩევნები, ასევე პლებისციტი, ვინაიდან მათივე თქმით ამ მოთხოვნებს რეალური და სამართლებრივი დასაბუთება არ აქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა